The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლავრენტი ჯინჭარაძე

დაბადების თარიღი:31 მარტი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1975 წელს.

1974–1976წწ. იყო საქართველოს საესტრადო ორკესტრის "რერო"-ს სოლისტ–ინსტრუმენტალისტი; 1976–1978წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელე–რადიო მაუწყებლობის საესტრადო ორკესტრის დირიჟორი; 1979 წლიდან თბილისის პიონერთა სასახლის ბავშვთა გუნდის კონცერტმაისტერი. დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – ესკიზი სიმფონიური ორკესტრისათვის(1970), სიმფონია(1973), კონცერტი ორღანისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1974), სიმფონიური პოემა(1976); კამერულ–ინსტრუმენტული და კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – იმპროვიზაცია საყვირისა და ფორტეპიანოსათვის(1969, პირველი შესრულება 1970), ვარიაციები ფორტეპიანოსათვის(1970), სონატა ვალტორნისა და ფორტეპიანოსათვის(1971), სამი პრელუდია ორღანისათვის(1971); ჯაზური ნაწარმოებები – ექსპრომტი ჯაზური ორკესტრისათვის(1970), "გურული მოტივები" ჯაზური ორკესტრისათვის(1973), ხუთი ჯაზური პიესა ფორტეპიანოსათვის(1977), ორი პიესა კამერულ–ჯაზური ანსამბლისათვის(1978).

 წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 154

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1979-)

გააზიარე: