შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯოდორ დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აბედათი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს. მუშაობდა მარტვილის, დმანისის, გუდაუთის რაიონების განათლების განყოფილებათა სასკოლო ინსპექტორად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1961 წლიდან იყო ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ეროვნული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1989 წლიდან წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1988 წელს პედაგოგიურ მეცნიერებათა საზოგადოებრივი აკადემიის (ახლანდ. განათლების მეცნიერებათა აკადემია) ჟურნალ "მოამბის" მთავარი რედაქტორი; იკვლევდა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის საკითხებს; პროფესორი (1991). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.256 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |