The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ დადიანი–ანჩაბაძე

მარიამ დადიანი–ანჩაბაძე
ოფიციალური სახელი:მარიამ დადიანი
დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1870
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1958  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი.

მისი ოჯახისთვის მიუღებელი იყო მაშინდელ სასწავლებლებში არსებული აღზრდისა და სწავლების რუსიფიკატორული პრინციპები, ამიტომ შვილს სახლში მიაღებინა განათლება ქართულ და ფრანგულ ენებზე; იგი ცოლად გაჰყვა რუსეთის არმიის ოფიცერს, თავად ტ. ანჩაბაძეს და სოხუმში დასახლდა; XIX საუკუნის დასასრულიდან და XX საუკუნის 30–იან წლებამდე აფხაზეთის ეროვნულ და კულტურულ ცხოვრებაში არ ყოფილა ისეთი მოვლენა, რომელიც მის სახელთან არ იყო დაკავშირებული; 1909 წელს მისი თაოსნობით სოხუმში შეიქმნა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სოხუმის განყოფილება; 1910 წელს ამ განყოფილების ინიციატივით სოხუმში გაიხსნა ქართული სკოლა; მისივე ინიციატივით აფხაზეთის რეგიონებში გაიხსნა ქართული სკოლები და ქართული ენის შემსწავლელი კურსები; დიდია ასევე მისი ღვაწლი აფხაზური სასცენო ხელოვნების განვითარებაში; მისი თაოსნობით სოხუმის ინტელიგენცია აწყობდა საღამოებს; 1914 წელს მისი აქტიური მონაწილეობით ჩამოყალიბდა აფხაზურ–ქართული ვოკალურ–ქორეოგრაფიული ანსამბლი ძ. ლოლუას ხელმძღვანელობით; მთელი ცხოვრების მანძილზე იღწვოდა ქართულ–აფხაზური ურთიერთობების განსამტკიცებლად; 2015 წლის 30 ივნისს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა მარიამ დადიანი-ანჩაბაძის სახელი. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.130; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ეროვნული საბჭო, წევრი (1917-1921)
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თავმჯდომარე (1909-1926)

გააზიარე: