The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ადამაშვილი

გურამ ადამაშვილი
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

1974-1980წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი, 1980-1986წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986 წლიდან ლაბორატორიის გამგე; 1976-1977წწ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი ფიზიკის კათედრის ასისტენტი; 1986-1997წწ. პროფესორი; 1997 წლიდან ფიზიკის დეპარტამენტის პროფეროსი; 1993-1995წწ. სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი. პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "ლიგა - პროგრესის" თავმჯდომარე; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 3; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.59

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის მეცნიერების განვითარების ასოციაცია, წევრი (1997-)
  • ამერიკულ-ქართული მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (1995-)
  • თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სპეც. საბჭო, წევრი (1992-)
  • კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)

გააზიარე: