შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბრაამი (მიტროპოლიტი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1971 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარია 1988 წელს. 1973-1975წწ. იყო საქართველოს ფილარმონიის ინჟინერი; 1975-1977წწ. საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს რესპუბლიკური კვლევითი ცენტრის სოციოლოგი; 1977 წლიდან სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციის განყოფილების გამგე; 1988 წელს ბერად აღიკვეცა და აბრაამი ეწოდა; ამავე წლის მაისში მღვდელმონოზონის ხარისხში აიყვანეს; 1989-1990წწ. სწავლობდა რეგენსბურგის უნივერსიტეტში; 1992 წელს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და 1996 წლამდე ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსი იყო; 1993-2003წწ. თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი; 1995-2002წწ. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე; 1996-1998წწ. საგარეჯო-გურჯაანის ეპისკოპოსი; 1998 წელს მთავარეპისკოპოსი; 2000 წელს გადაყვანილ იქნა ჭიათურის მიტროპოლიტად; 2002 წლიდან დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. მიღებული აქვს კონსტანტინოპოლის, საქართველოს, რუსეთისა და რუმინეთის ეკლესიათა ჯილდოები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 3; საქართველოს საპატრიარქო : patriarchate.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |