The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბრაამი (მიტროპოლიტი)

აბრაამი
Legal name:ამირან გარმელია
Date of birth:15 November, 1948  (75 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1971 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარია 1988 წელს.

1973-1975წწ. იყო საქართველოს ფილარმონიის ინჟინერი; 1975-1977წწ. საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს რესპუბლიკური კვლევითი ცენტრის სოციოლოგი; 1977 წლიდან სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციის განყოფილების გამგე; 1988 წელს ბერად აღიკვეცა და აბრაამი ეწოდა; ამავე წლის მაისში მღვდელმონოზონის ხარისხში აიყვანეს; 1989-1990წწ. სწავლობდა რეგენსბურგის უნივერსიტეტში; 1992 წელს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და 1996 წლამდე ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსი იყო;  1993-2003წწ. თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი; 1995-2002წწ. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე; 1996-1998წწ. საგარეჯო-გურჯაანის ეპისკოპოსი; 1998 წელს მთავარეპისკოპოსი; 2000 წელს გადაყვანილ იქნა ჭიათურის მიტროპოლიტად; 2002 წლიდან დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. მიღებული აქვს კონსტანტინოპოლის, საქართველოს, რუსეთისა და რუმინეთის ეკლესიათა ჯილდოები. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 3; საქართველოს საპატრიარქო : patriarchate.ge


Share: