შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო დონაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1931 წელს (იურიდიული), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1934 წელს (თეორიულ–საკომპოზიციო). 1932–1934წწ. ასწავლიდა მუსიკის ისტორიას თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ ათწლედსა და I სამუსიკო სასწავლებელში; 1937 წლიდან იყო პედაგოგი, 1955 წლიდან დოცენტი, 1958 წლიდან პროფესორი, 1937–1976წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის ფუძემდებელი და გამგე; 1947–1956წწ. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მუსიკათმცოდნეობის სექციის თავმჯდომარე და საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის საერთაშორისო მუსიკათმცოდნეობის კომისიის ბიუროს წევრი; დაწერილი აქვს: წიგნები ("შალვა მშველიძე", "ზაქარია ფალიაშვილი", "ნარკვევები ქართული საბჭოთა მუსიკის ისტორიაზე"); ნაშრომები კრებულებად, სტატიები პერიოდულ გამოცემებში (ჟურნალები "საბჭოთა ხელოვნება", "მნათობი"). ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკათმცოდნე. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ზ. ფალიაშვილი და მისი ოპერა "აბესალომ და ეთერი", დაიცვა 1953 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "ზ. ფალიაშვილის შემოქმედება", დაიცვა 1957 წელს. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 166 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |