The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სალომე დადიანი–მიურატი

სალომე დადიანი–მიურატი
ოფიციალური სახელი:სალომე დადიანი
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1848
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 1913  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზი
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე დადიანის ქალიშვილი; 1868 წელს პარიზში ცოლად გაჰყვა ნაპოლეონ I-ის მარშლისა და სიძის, ნიაპოლის ყოფილი მეფის იოაჰიმ მიურატის შვილიშვილს, იმპერატორ ნაპოლეონ III–ის ფლიგელადიუტანტს, პრინც აშილ შარლ ნაპოლეონ მიურატს; ჯვრისწერა ტუირლის სასახლის კარის ეკლესიაში ნაპოლეონ III–ისა და დედოფალ ეჟენია მინტიხის თანდასწრებით აღსრულდა; ახალშეუღლებულ წყვილს საფრანგეთის იმპერატორმა პარიზში მონსოს ბაღის მახლობლად მდებარე პერეირასის სასახლე უყიდა; 1873 წელს ნაპოლეონ III–ის გარდაცვალების შემდეგ დადიან–მიურატის ოჯახი სამეგრელოში დასახლდა, სადაც მან სოფელ სალხინოსა და ჭკადუაშში დასვლეთ საქართველოს ერთ–ერთი პირველი მსხვილი რაციონალურ–კაპიტალური ტიპის სანიმუშო მეურნეობა მოაწყო; იგი განსაკუთრებულ ყურადღებას მევენახეობა–მეღვინეობის განვითარებას აქცევდა და სენაკის მაზრის დიდ ფართობებზე გაშენებულ ვენახებში ოჯალეშის ჯიშის საუკეთესო ყურძენი მოჰყავდა; წლების განმავლობაში მისი მეურნეობა თანდათან ფართოვდებოდა და სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში რამისა და დაფნის ვრცელ პლანტაციებსაც მოიცავდა; აღსანიშნავია, რომ მისი მეურნეობა ძირითადად დაქირავებულ მუშახელს ემყარებოდა და ვალდებულ გლეხთა შრომა ნაკლებად გამოიყენებოდა; 1895 წელს მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, იგი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.256


გააზიარე: