The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე დადიშქელიანი

ალექსანდრე დადიშქელიანი
ოფიციალური სახელი:ბექირბი დადიშქელიანი
სხვა სახელი:ალექსანდრე დადეშქელიანი
დაბადების თარიღი:1828
გარდაცვ. თარიღი:1887  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, დიდგვაროვანი, მკვლევარი, სამხედრო პირი, ტოპოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფარი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის თავადაზნაურთა სამხედრო სასწავლებელი.

1843 წელს იგი ხანგრძლივი შვებულებით სვანეთში დაბრუნდა და უფროს ძმასთან კონსტანტინესთან ერთად ჩუბეხევის სამფლობელოს განაგებდა; 1857 წელს იგი ირკუსტრში გადაასახლეს (კონსტანტინემ მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ალექსანდრე გაგარინი); თავდაპირველად მსახურობდა ბაიკალის კაზაკთა ცხენოსან ლეგიონში, შემდეგ იყო აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორის ნ. მურავიოვ–ამურსკის ადიუტანტი; გადასახლებაში ყოფნის დროს ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას; 1880-1884წწ. პრიამურიეს გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით კორეაში გაიგზავნაიქ მან დაწერა შრომა კორეის შესახებ, რომელიც 1886 წელს გამოქვეყნდა პეტერბურგში სათაურით: "Краткий очерк современного состояния Корея князя Дадешкелиани, состоящего при Канцелярии Приамурского генерал-губернатора 1885 г.". (მოთავსებულია კრებულში: "Сборник географических, топографических, статистических материалов по Азии". Вып. XXII, Спб, 1886. გვ.: 61-118). ამ შრომას დართული აქვს კორეის რუკა. აქვე 1888 წელს გამოქვეყნდა მეორე შრომაც ამურის ოლქის შესახებ. ორივე შრომა გასაიდუმლოებულ იქნა. ალექსანდრე დადიშქელიანი შორეული აღმოსავლეთისა და კორეის თვალსაჩინო მოგზაურ-მკვლევარია. იგი პირველი ქართველია, რომელმაც ამ მხარეების გეოგრაფიუილი აღწერა მოგვცა. კორეის გეოგრაფიული, პოლიტიკური და ისტორიული მიმომხილველი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1874).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.257; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.97; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.788

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი

გააზიარე: