The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი დადიშქელიანი

გიორგი დადიშქელიანი
Legal name:ჯანსოხ დადიშქელიანი
Other name:გიორგი დადეშქელიანი
Date of birth:23 August, 1858
Date of death:1921  (at 62 years)
Category:Nobleman, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მესტია.

დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და იუნკერთა სასწავლებელი.

1876 წლიდან მსახურობდა ერევნის ლაიბგვარდიის გრენადერთა პოლკში; 1877-1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის ომში; 1885 წლიდან მუშაობდა ქუთაისის გუბერნიაში ოზურგეთის, ზუგდიდის, რაჭის, ქუთაისის მაზრების უფროსის მოადგილედ და უფროსად, ქუთაისის ვიცე–გუბერნატორად; 1906 წელს გადაიყვანეს ყარსის ოლქის გუბერნატორად; 1908 წლიდან დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწედ; 1912-1915წწ. სამხედრო სამსახურთან ერთად ბაქოს ოკრუგის საპატიო სამოქალაქო მოსამართლის მოვალეობასაც ასრულებდა; 1915-1917წწ. იყო დაღესტნის სამხედრო გუბერნატორი; 1917 წლიდან თადარიგში გადავიდა. მიღებული აქვს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორის ჯვარი. რუსეთის არმიის გენერალ–მაიორი (1917).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.257

Awards and Honors

  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი

Share: