შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია თოფურია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1989წწ. ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების განყოფილების გამგე; პარალელურად, 1987 წელს ასწავლის საზოგადოებათმცოდნეობას ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძის საშუალო სკოლაში; 1989-1990წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სამეურნეო მექანიზმის, მართვისა და დაგეგმვის სრულყოფის განყოფილების უფროსის მოადგილე; 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საფინანსო მექანიზმის სრულყოფისა და ფულის მიმოქცევის სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. საქართველოს რუსპუბლიკის შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საქართველოს რესპუბლიკის ახლად შექმნილი ეროვნული ბანკის პირველი პრეზიდენტი. წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი: nbg.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |