The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია თოფურია

გია თოფურია
დაბადების თარიღი:1955  (69 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1989წწ. ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების განყოფილების გამგე; პარალელურად, 1987 წელს ასწავლის საზოგადოებათმცოდნეობას ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძის საშუალო სკოლაში; 1989-1990წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სამეურნეო მექანიზმის, მართვისა და დაგეგმვის სრულყოფის განყოფილების უფროსის მოადგილე; 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საფინანსო მექანიზმის სრულყოფისა და ფულის მიმოქცევის სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. საქართველოს რუსპუბლიკის შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საქართველოს რესპუბლიკის ახლად შექმნილი ეროვნული ბანკის პირველი პრეზიდენტი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი: nbg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი (1991-1992)

გააზიარე: