The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ დადუნაშვილი

არჩილ დადუნაშვილი
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 1997  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა  საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1940 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1932 წელს რიონჰესის მშენებლობაზე; 1940 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გაიწვიეს ჯარში და მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. საბრძოლო მამაცობისათვის დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენით და მედლით. 1947 წელს, დემობილიზაციის შემდეგ, მუშაობა დაიწყო "საქენერგოს" დასავლეთ საქართველოს ენერგოსისტემაში, სადაც გაიარა გზა განყოფილების გამგიდან დირექტორამდე; მისი ხელმძღვანელობით დასავლეთ საქართველოში შესრულდა არსებული ენერგოობიექტების რეკონსტრუქცია, აშენდა ახალი ობიექტები და განხორციელდა მათი ავტომატიზაცია. ამ პერიოდში მოხდა მისი გამოგონებების სისტემაში დანერგვა, რის შედეგადაც მიღებულ იქნა დიდი ეკონომიკური ეფექტი; 1969-1991წწ. მუშაობდა სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორად ქუთაისში; 1962 წელს მოსკოვის ენერგეტიკულ ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ენერგოსისტემების ავტომატიკური დაცვის საკითხებზე; 1958 წლიდან კითხულობდა ლექციებს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში; 1968 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. გამოქვეყნებული აქვს 47 სამეცნიერო ნაშრომი, არის 39 გამოგონების ავტორი. სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა იგი ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ საქმიანობას. 1958-1991წწ. იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი და პრეზიდიუმის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ენერგეტიკოსი, ხელსაწყოთმშენებელი, გამომგონებელი (1991), ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1962).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.258; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.52

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: