The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ჯინჯიხაძე

ვაჟა ჯინჯიხაძე
დაბადების თარიღი:1931
გარდაცვ. თარიღი:1993  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის საგარეო ვაჭრობის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, იურისტის სპეციალობით.

1956 წელს "თბილმრეწვაჭრობის" საგეგმო განყოფილების ეკონომისტი; 1957-1961წწ. საქართველოს ვაჭრობის სამინისტროში მინისტრის თანაშემწე, მოგვიანებით კი ვაჭრობის განვითარებისა და ტექნიკის დანერგვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1961-1963წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში რეფერენტი; 1963-1965წწ. მინისტრთა საბჭოში ვაჭრობისა და ფინანსთა ჯგუფის გამგე; 1965-1969წწ. საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე; 1969-1977წწ. სსრკ-ის სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის მმართველი; 1977 წლიდან იგი საქმიანობას აგრძელებს მოსკოვში, საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის ბანკის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე; 1983-1988წწ. ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე; 1988 წლიდან საქართველოში ბრუნდება და 1990 წლამდე რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზეა; 1991-1992წწ. საქართველო-იტალიის ერთობლივი საწარმოს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე; 1992 წლის იანვრიდან 1992 წლის მარტამდე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

წყარო: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=430

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი (1992-1992)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

გააზიარე: