შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ კაკულია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ლენინგრადის საფინანსო ეკონომიკური ინსტიტუტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. 1962 წლიდან სსრკ-ის სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის სოფლის მეურნეობის ფინანსებისა და დაკრედიტების განყოფილების ეკონომისტი; 1966-1969წწ. ქალაქის სამმართველოს საგეგმო განყოფილების ეკონომისტი; 1969-1970წწ. უფროსი ეკონომისტი; 1970 წლიდან სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის დაფინანსების სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1973-1987წწ. სსრკ-ის სახბანკის თბილისის კალინინის რაიონის განყოფილების მმართველი; 1987-1991წწ. საქაგრომრეწვბანკის სპეციალიზებული საოპერაციო სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. საქაგრომრეწვბანკის თბილისის საქალაქო განყოფილების მმართველი და გამგეობის თავმჯდომარეა; 1992 წლის აპრილიდან ამავე წლის ნოემბრამდე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი: nbg.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |