The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ კაკულია

ნოდარ კაკულია
დაბადების თარიღი:1940  (84 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა ლენინგრადის საფინანსო ეკონომიკური ინსტიტუტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.

1962 წლიდან სსრკ-ის სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის სოფლის მეურნეობის ფინანსებისა და დაკრედიტების განყოფილების ეკონომისტი; 1966-1969წწ. ქალაქის სამმართველოს საგეგმო განყოფილების ეკონომისტი; 1969-1970წწ. უფროსი ეკონომისტი; 1970 წლიდან სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის დაფინანსების სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1973-1987წწ. სსრკ-ის სახბანკის თბილისის კალინინის რაიონის განყოფილების მმართველი; 1987-1991წწ. საქაგრომრეწვბანკის სპეციალიზებული საოპერაციო სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. საქაგრომრეწვბანკის თბილისის საქალაქო განყოფილების მმართველი და გამგეობის თავმჯდომარეა; 1992 წლის აპრილიდან ამავე წლის ნოემბრამდე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი: nbg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი (1992-1992)

გააზიარე: