შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ქადაგიძე![]()
ბიოგრაფიამიიღო ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ორმაგი ხარისხი თბილისის მენეჯმენტის ევროპული სკოლასა და პრესტონის უნივერსიტეტიდან 2001 წელს; დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სკოლა მაგისტრის ხარისხით 2005 წელს; დაასრულა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსი - "Program for Leadership Development" ბოსტონში(აშშ) 2014 წელს. 2013 წლიდან კითხულობს ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის სტუდენტებისათვის; 2014 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2008-2009წწ. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი; 2007-2008წწ. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი; 2005-2007წწ. საქართველოს პროკურატურის ეკონომიკურ განყოფილებას და საფინანსო განყოფილების უფროსი თბილისის მერიაში; 2003-2004წწ. საქართველოს სახალხო ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტი. წყარო: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=364&did=16 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |