The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო დადუნაშვილი

სერგო დადუნაშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მაკეევკა, აღმოსავლეთ უკრაინა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1981წწ. მუშაობდა ქუთაისის საკონსტრუქტორო ბიუროში (გაერთ. "ანალიზხელსაწყო") ინჟინრად; პარალელურად კითხულობდა ვლექციებს ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1981-1991წწ. ინფორმაციის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მთავარ ინჟინრი, სადაც მისი მონაწილეობით პირველად საქართველოში გამოყენებულ იქნა ინფორმაციის დამუშავების კომპიუტერული მეთოდები და ინფორმაციის გავრცელების ქსელური ტექნოლოგიები;  2009 წლიდან  ბიოენერგეტიკული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი;  ეწევა აგრეთვე პედაგოგიურ საქმიანობას; მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა: სისტემათა თეორია, ნანოტექნილოგიების, მათ შორის ნანოელექტრონული მოწყობილობების მოდელირება; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და პატენტის ავტორი; გამომგონებელი, ინჟინერ–ელექტრიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). 1997, 2004, 2008 წლრბში იყო გერმანიის აკადემიის (DAAD) სტიპენდიანტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.258; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.185;  საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 99-100

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2000-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: