The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როლანდ ახალაია

როლანდ ახალაია
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საჯიჯაო, ხობის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1978 წელს.

1978-2012წწ. მუშაობდა პროკურატურის სისტემაში: 1978-1979წწ. ლანჩხუთის რაიპროკურატურის სტაჟიორი; 1981-2001წწ. ზუგდიდის რაიონის პროკურატურა, პროკურორის მოადგილე, პროკურორი; 2001-2004წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მთავარი სამმართველოს მრჩეველი, სამმართველოს უფროსი, გენინსპექციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი; 2004 წელის საქართველოს პროკურატურა, სამეგრელო-ზემოსვანეთის პროკურორი; 2008-2012წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სამეგრელო-ზემოსვანეთის საოლქო პროკურორი. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქიდან, "ერთიანი ნაციონლური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს", დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის წევრი (2012-2016). იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.74

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: