შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა ბარათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1975 წელს. 1970-1971წწ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენის მუშა; 1975 წლიდან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოდან", ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", პარლამენტის "ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი. წყარო: საქართელოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 83; თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ვებ-გვერდი: tumanishvilitheatre.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |