The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1972  (51 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული ტექნიკის მასალებისა და კომპონენტების ფიზიკისა და ტექნოლოგიის სპეციალობით 1994 წელს, ასპირანტურა 1998 წელს  და სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტი სახელმწიფო მართვის სპეციალობით.

1997-2002წწ. მუშაობდა  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე:  სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი, დეპარტამენტის დირექტორი; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, სამსახურის უფროსი, დეპარტამენტის დირექტორი; 2004-2007წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; 2007-2008წწ. კონფლიქტების მოგვარების საკითხების საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 2008 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "გამარჯვებული საქართველოსთვის", საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" (2013); საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით: საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის წევრი, საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის წევრი, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის (2017 წლის 26-29 მაისი) საორგანიზაციო კომისიის წევრი (2016); საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" (2018); 2020წ.- საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის"; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს "პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის" კომანდორის ჯვრის ორდენი. მინიჭებული აქვს პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.86

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • პარტია "ევროპული საქართველო", თავმჯდომარე (2017-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, თავმჯდომარე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი, უმცირესობის ლიდერი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი, უმცირესობის ლიდერი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", წევრი (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო", წევრი (2017-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო", წევრი (2017-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო", წევრი (2017-2020)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

გააზიარე: