შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961–1965წწ. მუშაობდა რუსთავის საავადმყოფოსა და პოლიკლინიკაში; 1965–1968წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1969–1990წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის. არის მე–4 კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების კონსულტანტი, შეისწავლის გულის დაავადებების დროს ელექტროლიტურ ბალანსს. ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მჟავე–ტუტოვანი წონასწორობა, ოსმორეგულაცია და კუთრი ელექტროგამტარებლობა სისხლის პლაზმისა და შარდის სხვადასხვა გენეზის შეშუპების დროს ასაკობრივ ასპექტში (გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ქრონიკული გლომერულონეფრიტი)", დაიცვა 1982 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.93 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |