The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა დონაძე

გელა დონაძე
Date of birth:9 April, 1945
Date of death:14 July, 2022  (at 77 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი თლუღა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969–1971წწ. მუშაობდა ქ. ილოვაისკის (დონეცკის ოლქი, უკრაინის სსრ) რკინიგზის საავადმყოფოში; 1971–1973წწ. საბჭოთა არმიის რიგებში, პოლკის სამედიცინო მედ. პუნქტის გამგედ; 1974 წლიდან ენდოსკოპიური განყოფილების გამგე, ექიმი ენდოსკოპისტი; 1985–1987წწ. ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა აფრიკაში (ეთიოპია). ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია; მისი ხელმძღვანელობით განყოფილების ბაზაზე კვალიფიკაცია გაიარა 124 ექიმმა. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რესპუბლიკური ენდოსკოპიური სამსახურის ორგანიზაციულ–მეთოდური ცენტრის გამგე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საყლაპავის, კუჭის და 12–გოჯა ნაწლავის მდგომარეობა დამწვრობით დაავადების დროს და მისი მკურნალობის ზოგიერთი ასპექტი".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.94; Fund Hippocrates • ფონდი ჰიპოკრატე: facebook.com


Share: