შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ბეჟუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მანგლისი, თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით მაკროეკონომიკა 1993 წელს. 1993-1998წწ. მოღვაწეობდა ბიზნესსექტორში. 1998-1999წწ. "საქტრანსგაზმრეწვი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ს.ს. "საქგაზის" გენერალური დირექტორი; 1999-2004წწ. და 2004-2008წწ. საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქიდან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქიდან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის", სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქიდან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს", ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2012-2016). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 90 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |