The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ბერძენიშვილი

დავით ბერძენიშვილი
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1960  (58 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1985-1986წწ. ბათუმის ფეხსაცმლის საწარმოო-სავაჭრო ფირმა, მოწაფე, მუშა; 1986-1987წწ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, ექსკურსიამძღოლი; 1988-1989წწ. ბათუმის პიონერთა სასახლე, წრის ხელმძღვანელი; 1989-1991წწ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; 1998-2003წწ. რადიო "თავისუფლება", პოლიტიკური მიმომხილველი. სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1984-1987წწ. პოლიტპატიმარი ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის (სასჯელი მოიხადა მორდოვეთის ასსრ). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს პარლამენტში  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (2004), რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის (2004-2005, 2005-2008), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის (2012-2014) წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნება-რეაპუბლიკელები" თავმჯდომარე (2012-2016).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 93

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი (1991-1996)
  • თბილისის საკრებულო, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე (2000-2005)
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია, აღმასრულებელი მდივანი (1995-2000)
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი, წევრი (1978-)
  • საქართველოს უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1992)

გააზიარე: