Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ბერძენიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1986 წელს. 1984-1987წწ. პოლიტპატიმარი ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის (სასჯელი მოიხადა მორდოვეთის ასსრ). 1985-1986წწ. ბათუმის ფეხსაცმლის საწარმოო-სავაჭრო ფირმა, მოწაფე, მუშა; 1986-1987წწ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, ექსკურსიამძღოლი; 1988-1989წწ. ბათუმის პიონერთა სასახლე, წრის ხელმძღვანელი; 1989-1991წწ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ბათუმის №112 საარჩევნო ოლქიდან, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი " 11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1998-2003წწ. რადიო "თავისუფლება", პოლიტიკური მიმომხილველი; 2002-2004წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი"; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 93 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |