The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ბობოხიძე

აკაკი ბობოხიძე
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა გორდი, ხონის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკოს ფაკულტეტი 1986 წელს.

1986-1987წწ. წულუკიძის დასწრებულ-დაუსწრებელი სკოლა, მათემატიკის მასწავლებელი; 1988-1990წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ხონის საარჩევნო ოლქი; 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, მრჩეველი;1992-1995წწ.  საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: პროპორციული წესით, ბლოკი "11 ოქტომბერი", გაერთიანებული რესპუბლიკური პარტოია; 1998-2001წწ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რწმუნებული; 2001-2004წწ. და 2004-2005წწ. საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლმენტის წევრი: მაჟორიტარი, N55 ხონის საარჩევნო ოლქი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის წევრი; იმერეთის მხარის ორგზის გუბერნატორი (2005, 2006-2008); საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარე (2006). 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის", გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომერი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი; საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პარტიული სიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი (2016-); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 96

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარი", თავმჯდომარე (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო", წევრი (2017-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1992)

გააზიარე: