Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი ბობოხიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა გორდი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკოს ფაკულტეტი 1986 წელს. 1986-1987წწ. წულუკიძის დასწრებულ-დაუსწრებელი სკოლა, მათემატიკის მასწავლებელი; 1988-1990წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ხონის საარჩევნო ოლქი; 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, მრჩეველი;1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: პროპორციული წესით, ბლოკი "11 ოქტომბერი", გაერთიანებული რესპუბლიკური პარტოია; 1998-2001წწ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რწმუნებული; 2001-2004წწ. და 2004-2005წწ. საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლმენტის წევრი: მაჟორიტარი, N55 ხონის საარჩევნო ოლქი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის წევრი; იმერეთის მხარის ორგზის გუბერნატორი (2005, 2006-2008); საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარე (2006). 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის", გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომერი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი; საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პარტიული სიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი (2016-); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 96 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |