The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა გელაშვილი

გელა გელაშვილი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1959  (64 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წნორი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1985 წელს; თბილისის მართვის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით 1998 წელს.

1980-1981წწ. მუშაობდა ტრესტ იორწყალმშენის სპეცსარემონტო უბანში; 1985-1990წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს ტექნიკოსი; 1990-1991წწ. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, ისნის რაიონის უფროსი ინსპექტორი; 1991-1992წწ. კონტროლის სახელმწიფო კომიტეტი, წამყვანი ინსპექტორი; 1992-1997წწ. საქართველო-ამერიკის საინვესტიციო კორპორაცია, დირექტორის მოადგილე; 1998 წელს შპს ბერდი, კომერციული დირექტორი; 1999-2000წწ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობების სამინისტრო, სამმართველოს უფროსი; 2000-2002წწ. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, სამმართველოს უფროსი; 2002-2012წწ. შპს ქსილოტრანსი, გენდირექტორის მოადგილე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი  №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 113

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2015-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)

გააზიარე: