შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერი დონდოლაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1977–1980წწ. იყო თბილისის სისხლის გადასხმის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ექიმი–ჰემატოლოგი, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ჰემობლასტოზების განყოფილების ონკო–ჰემატოლოგი; 1981–1990წწ. ამავე განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990–1996წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1996 წლიდან შეთავსებით მუშაობს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის ექიმ–ჰემატოლოგად. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, 2 გამოგონების. ექიმი–ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემობლასტოზების და ბანალური ლიმფადენიტების ზოგიერთი კლინიკო–იმუნოლოგიური მაჩვენებლების შედარებითი შესწავლა", დაიცვა 1985 წელს სანკტ–პეტერბურგში. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.94 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |