Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერი დონდოლაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1977–1980წწ. იყო თბილისის სისხლის გადასხმის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ექიმი–ჰემატოლოგი, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ჰემობლასტოზების განყოფილების ონკო–ჰემატოლოგი; 1981–1990წწ. ამავე განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990–1996წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1996 წლიდან შეთავსებით მუშაობს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის ექიმ–ჰემატოლოგად. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, 2 გამოგონების. ექიმი–ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემობლასტოზების და ბანალური ლიმფადენიტების ზოგიერთი კლინიკო–იმუნოლოგიური მაჩვენებლების შედარებითი შესწავლა", დაიცვა 1985 წელს სანკტ–პეტერბურგში. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.94 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |