The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია დუნდუა

დაბადების თარიღი:27 მაისი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1954–1958წწ. იყო ბურიატ–მონღოლეთის ასსრ ქ. ბაბუშკინის რკინიგზის მე–7 პოლიკლინიკა–საავადმყოფოს ექიმი თერაპევტ–პედიატრი; 1959–1962წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის ექიმი ლაბორანტი; 1962–1976წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976 წლიდან ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომის. სამეცნიერო პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა დახელოვნებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოვლინებულ ექიმ–მორფოლოგებს. ექიმი–პათომორფოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ქსოვილოვანი კომპონენტების ჰისტოქიმიური თავისებურებანი საშვილისნოს ყელის ეროზიებსა და კიბოში", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.96

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ონკოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • პათოლოგანატომთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: