The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ჟორდანია

იოსებ ჟორდანია
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1978 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტის ფოლკლორის განყოფილება).

1974 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის ფოლკლორის კათედრის პედაგოგი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; ავსტრალიურ–ქართული ეთნომუსიკათმცოდნე და ანთროპოლოგი; მელბურნის უნივერსიტეტთან არსებული კონსერვატორიის საპატიო წევრი; თბილისის კონსერვატორიასთან არსებული მრავალხმიანობის შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრის ერთერთი დამფუძნებელი; ანსამბლ "გორანის" დამფუძნებელი; დაწერილი აქვს: ნაშრომები კრებულებად, სამი წიგნი, მრავალი სტატია გამოქვეყნებული ინგლისურ, არაბულ, ბულგარულ, ქართულ, რუსულ ენებზე; მონაწილეობა მიიღო(როგორც მისი მამა, მინდია ჟორდანია) ხალხური მუსიკალური შემოქმედების შესახებ საკავშირო კომისიის მოღვაწეობაში; ცნობილია თავისი ორიგინალური კონცეფციით, საგუნდო სიმღერის წარმოშობა ადამიანის ევოლუციასთან კონტექსტში; 1995 წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში, მჭიდრო პროფესიული კონტაქტი აქვს თანამემამულეებსა და კოლეგებთან საქართველოში, კერძოდ ფოლკლორის შესწავლის ცენტრთან; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკისმცოდნე - ფოლკლორისტის მინდია ჟორდანიას ვაჟიშვილი. მიღებული აქვს წლის საუკეთესო ეთნომუსიკოლოგის წოდება -  მსოფლიო ხალხური პოლიფონიის სისტემური ანალიზისთვის, ტრადიციული გუნდური სიმღერისა და ადამიანის ევოლუციის ფართო კონტექსტში კვლევის სფეროში წვლილისთვის;  ფუმიო კოიცუმის ჯილდო(2009, იაპონია).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოდულაცია აღმოსავლეთ საქართველოს ბურდონულ სიმღერებში", დაიცვა 1982 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ტრადიციული მარავალხმიანობა მრავალხმიან კულტურათა საერთაშორისო კონტექსტში", დაიცვა 1991 წელს კიევში.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 174; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 396

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1982-1991)

გააზიარე: