The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მინდია ჟორდანია

მინდია ჟორდანია
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:19 აგვისტო, 1979  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, მახარაძის რაიონი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1955 წელს(თეორიულ–საკომპოზიტორო ფაკულტეტის ფოლკლორის განყოფილება).

1959 წლიდან იყო პედაგოგი, 1961 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის უფროსი პედაგოგი; 1969 წლიდან თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის თეორიული საგნების პედაგოგი; აღზარდა არა ერთი ეთნომუსიკოლოგი; ეწეოდა აქტიურ საველე მუშაობას და დიდი დამსახურება მიუძღვის კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ფონო არქივის შექმნა-გამდიდრებაში; მისი ხელმძღვანელობით მოეწყო ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა რაიონში: გუდამაყარში(1958), თიანეთში(1953), ხევსურეთში(19??), ხევში(1960, 1977), მთიულეთში(1961), რაჭაში(1962), კახეთში(1962-1963, 1978), გურიაში(1965, 1975), ლეჩხუმში(1965), აჭარაში(1971-1972); დაწერილი აქვს სტატიები ჟურნალში "საბჭოთა ხელოვნება"; ეთნომუსიკოლოგი.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 176; http://folk.gov.ge/


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1961-1979)

გააზიარე: