შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო სამართამლის სპეციალობით და ეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაცია და მენეჯმენტის სპეციალობით. 1993-1994წწ. საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატა, იურისტი; 1994-1996წწ. საქართველოს პარლამენტი, ფრაქცია რესპუბლიკელების წამყვანი სპეციალისტი, იურიდიული დეპარტამენტის გან-ის უფროსი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი; 1996-1997წწ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ კონსულტანტი; 1997-1999წწ. შპს გარანტ-აუდიტის დირექტორი; 1999 წელს თბილისის საკრებულო, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ; 2004-2006წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N10 გლდანის საარჩევნო ოლქი, იურიდიული კომიტეტის წევრი; 2006-2010წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; ქ. თბილისის საკრებულოს წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი- "ეროვნული სბჭო"; 2008 წ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (2013). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.143 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |