The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტაგი

დაბადების თარიღი:000
გარდაცვ. თარიღი:000
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

1. არტაგი იყო "ქართლის ცხოვრების" მიხედვით ქართლის მეექვსე მეფე, არშაკის(ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნის II ნახევარი) ძე. მის დროს ქართლს სპარსეთის ლაშქარი შემოესია და ქვეყანა ააოხრა.

2. ქართლის მეფე არტაგი ბერძნულ წყაროებში არტოკედ იხსენიება. მისი მეფობის დროს იბერიაში(ძველი წელთაღრიცხვის  65 წელს) რომის მხედართმთავარი პომპეუსი შემოიჭრა. არტაგი მოუმზადებელი შეხვდა მტრის შემოსევას. მიატოვა არმაზციხე, გადავიდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე და ხიდი დაწვა. პომპეუსთან შეთანხმების შემდეგ ხიდი კვლავ ააგო, მაგრამ როცა პომპეუსი მტკვარზე გადავიდა, ვერ გაბედა რომაელებთან შეხვედრა  და თავი არაგვის ხეობას შეაფარა. პომპეუსმა არტაგი დაამარცხა. არტაგმა ზავი ითხოვა და შვილები მძევლად მისცა რომაელებს, თავი რომაელი ხალხის "მეგობრად და მოკავშირედ" აღიარა, ე.ი  ფორმალურად რომის ვასალობა მიიღო. არსებობს მოსაზრება(პავლე ინგოროყვა, გიორგი მელიქიშვილი), რომ ორივე ერთი და იგივე პირია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.209


გააზიარე: