Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არტაგი![]()
Biography1. არტაგი იყო "ქართლის ცხოვრების" მიხედვით ქართლის მეექვსე მეფე, არშაკის(ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნის II ნახევარი) ძე. მის დროს ქართლს სპარსეთის ლაშქარი შემოესია და ქვეყანა ააოხრა. 2. ქართლის მეფე არტაგი ბერძნულ წყაროებში არტოკედ იხსენიება. მისი მეფობის დროს იბერიაში(ძველი წელთაღრიცხვის 65 წელს) რომის მხედართმთავარი პომპეუსი შემოიჭრა. არტაგი მოუმზადებელი შეხვდა მტრის შემოსევას. მიატოვა არმაზციხე, გადავიდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე და ხიდი დაწვა. პომპეუსთან შეთანხმების შემდეგ ხიდი კვლავ ააგო, მაგრამ როცა პომპეუსი მტკვარზე გადავიდა, ვერ გაბედა რომაელებთან შეხვედრა და თავი არაგვის ხეობას შეაფარა. პომპეუსმა არტაგი დაამარცხა. არტაგმა ზავი ითხოვა და შვილები მძევლად მისცა რომაელებს, თავი რომაელი ხალხის "მეგობრად და მოკავშირედ" აღიარა, ე.ი ფორმალურად რომის ვასალობა მიიღო. არსებობს მოსაზრება(პავლე ინგოროყვა, გიორგი მელიქიშვილი), რომ ორივე ერთი და იგივე პირია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.209
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |