შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მახირ დარზიევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყაზაყი, აზერბაიჯანი. დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1980 წელს. 1974-1975წწ. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ტრესტი, ზეინკალი; 1980-1981წწ. თბილისისა და რუსთავის გამწმენდი ნაგებობები, ზეინკალი; 1982-1991წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: რუსთავის საშუალო სკოლის სამხედრო ხელმძღვანელი (1982); 1982-1992წწ. მარნეულის სკოლის ისტორიის მასწავლებელი, 1991-2003წწ. ლექტორი - განჯის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი; 1998-2002წწ. მარნეულის საკრებულოს წევრი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.146 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |