The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მახირ დარზიევი

მახირ დარზიევი
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1957  (66 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყაზაყი, აზერბაიჯანი.

დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1980 წელს.

1974-1975წწ. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ტრესტი, ზეინკალი; 1980-1981წწ. თბილისისა და რუსთავის გამწმენდი ნაგებობები, ზეინკალი; 1982-1991წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: რუსთავის საშუალო სკოლის სამხედრო ხელმძღვანელი (1982); 1982-1992წწ. მარნეულის სკოლის ისტორიის მასწავლებელი, 1991-2003წწ. ლექტორი - განჯის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი; 1998-2002წწ. მარნეულის საკრებულოს წევრი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.146

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, ფრაქცია "ქართული ოცნება“, წევრი (2012-2016)

გააზიარე: