The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ დოლიძე

ვიქტორ დოლიძე
Date of birth:4 July, 1973  (50 years)
Category:Public official, Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს; ნატოს თავდაცვის კოლეჯი(რომი), 1997 წელს; შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი 1998 წელს; თავდაცვის რესურსების მართვის ინსტიტუტი(ქ. მონტერეი, კალიფორნია), 1999 წელს; ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპული ცენტრი 2004 წელს.

1996-1997წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა თანამდებობები; 1997-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტი, ნატოს  განყოფილების უფროსის მოადგილე; 1998-1999წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტი, ორმხრივი ურთიერთობების განყოფილების უფროსი; 1999-2000წწ. ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და  ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში საქართველოს საელჩო, მრჩეველი; 2000-2001წწ. ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში საქართველოს საელჩო; ევროგაერთიანებებსა და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობა, მრჩეველი; 2001-2004წწ. საქართველოს წარმომადგენლობა ნატოში; 2004-2005წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2009წწ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან  საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2010-2012წწ. თბილისის საკრებულო, საკრებულოს წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი "ალიანსი საქართველოსთვის"; 2012-2016წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, ჩუღურეთის საარჩევნიო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება"; 2016-2017წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 2017-2020წწ. ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი; 2020 წლიდან ნატოში საქართველოს ელჩი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2007).

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.gereginfo.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.152; civil.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.69

Member of Organizations

  • პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატები", წევრი
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები", წევრი (2014-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები", წევრი (2012-2014)
  • ქალაქ თბილისის საკრებულო, წევრი (2010-2012)

Share: