შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ებანოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სერბაისი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1979 წელს 1979-1998წწ. მუშაობდა სამეურნეო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობებზე: 1979-1981წწ. ორჯონიკიძის რაიკოოპერატივი, ლაშის ზონის მაღაზიათა დირექტორი; 1987-1991წწ. სახალხო მეურნეობის დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი; 1991 წელს ხარაგაულის რაიონის პრეფექტი; 1991-1992წწ. ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი; 1992-1998წწ. ხარაგაულის რაიონის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე; 1998-2007წწ. საქართველოს კონტროლის პალატა, მრჩეველი, მთავარი კონტროლიორი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2007-2010წწ. საქართველოს კონტროლის პალატის მოხელეთა რეზერვი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.155; commersant.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |