შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა ენუქიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. როსტოვის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტი 1991 წელს; ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით წარმოების ეკონომიკა და მართვა 1998 წელს. ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას: 1989-1995წწ. კოოპერატივ ალფას თავმჯდომარე; 1996-1999წწ. შპს "ივერია-ენსის" დირექტორი; 1999-2008წწ. შპს "იბერკომპანის" პრეზიდენტი; 2004-2009წწ. შპს "ლუკოილ-ჯორჯიას" გენდირექტორის მოადგილე; 2008-2012წწ. საქართლოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი; 2012-2016წწ. საქართლოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი; 2016-2020წწ. საქართლოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული №58 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N19 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. ინჟინერიის დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.156 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |