შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ვაშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო მართვის სპეციალობით; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს; ჰარვარდის ბიზნესის სკოლა ბიზნეს მენეჯმენტის ფაკულტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა სახელმწიფო მართვის სპეციალობით 2006 წელს. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: 2003-2004წწ. ინტერპოლის ეცბ ინსპექტორი; 2004-2005წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტი; 2005 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი; 2005-2006წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; 2006-2010წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე; 2010-2012წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.159 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |