შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ ვახტანგაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ფაკულტეტი. 1995-1999წწ. ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ქართლის კოორდინატორი; 1999-2003წწ. ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, ცხინვალის რეგიონის მთავარი რწმუნებული; 2004 წელს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, ცხინვალის რეგიონის საკითხთა სამსახურის უფროსი; 2006-2008წწ. მინისტრის მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, ქურთას ადმინისტრაცია; 2009-2011წწ. სუხიშვილის სახელობის საერო უნივერსიტეტი, ლექტორი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №32 გორის საარჩევნო ოლქიდან. წყარო:საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.160 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |