შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ვოლსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1978 წელს, სპეციალობა: საქონელმცოდნეობა და სამრეწველო საქონლით ვაჭრობის ორგანიზაცია. 1978-1979წწ. - ვაჭრობის სამინისტროს საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრი, ინჟინერი; 1979-1984წწ. - საქართველოს ვაჭრობის სამინისტრო, ცენტრალური აპარატი, ეკონომისტი; 1984-1986წწ. - თბილისის კალინინის რაიკომი, ინსტრუქტორი; 1986-1989წწ. - თბილისის ქალაქკომი, ინსტრუქტორი; 1989-1990წწ. - ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველობა, ინსტრუქტორი; 1990-1991წწ. - საქართველოს პროფსაბჭო, საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაცია, საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1991 წელს - საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი, განყოფილების გამგე; 1991-1993წწ. - საქართველოს რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში, წარმომადგენლის მოადგილე; 1993 წელს - საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგის მოადგილე; 1993-2003წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, გაეროსთან საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის გაეროს სამმართველოს უფროსი, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 2003-2004წწ. - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე სპეციალურ საკითხებში; 2004-2006წწ. - კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2006-2007წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი; 2007-2011წწ. - საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი; 2012-2016წწ. - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის №14 საარჩევნო ოლქიდან; 2020 წელი - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის №6 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის უმაღლესი დიპლომატიური რანგი; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: დელეგატი. 2024 წლიდან - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვსრდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 162 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |