შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ზვიადაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახმეტა. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია ძიუდოს მწვრთნელის კვალიფიკაციით 2005 წელს. 2010-2011წწ. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე. მსოფლიოს ჭაბუკთა თამაშების მეორე პრიზიორი (1998), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2000), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2001), მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (2002), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (2002), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (2002, 2003), მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის მეორე პრიზიორი (2002, 2003), ათენის XXXVIII ოლიმპიადის ოლიმპიური ჩემპიონი (2004); 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული N18 ახმეტის საარჩევნო ოლქი. ქართველი ძიუდოისტი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.164 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |