The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კარბელაშვილი

გიორგი კარბელაშვილი
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგამბულობის ფაკულტეტი სპეციალობით მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობა 1986 წელს.

1979-1980წწ. ტელერადიოკომიტეტის ელექტრომექანიკოსი; 1980-1983წწ. თბილისის სატელეფონო კვანძის ელექტრომექანიკოსი; 1983-1990წწ. რადიოფიკაციის რესპუბლიკური კვანძის ელექტრომექანიკოსი, ინჟინერი, უფროსი ინჟინერი; 1986-1988წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1990-1992წწ. საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს ელ. კავშირგაბმულობის ინსპექციის უფროსი; 1992-1996წწ. ფრანგულ-რუსული ერთობლივი ფირმის "mostbl"ltd ტექნიკური კონსულტანტი; 1996-1998წწ. შპს "ტელეცენტრის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1998-2000წწ. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილე; 2000-2002წწ. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე; 2002-2004წწ. თბილისის მერია, პრემიერის მოადგილე; 2008 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე; 2009 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; 2011-2012წწ. ტრასეკას სამთავრობოთშორისი კომისიის ეროვნული მდივანი საქართველოში; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს".

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 191

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი -, წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილ;ე (2016-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2016)
  • შპს "საქაერონავიგაცია", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2004-2012)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
  • 2007 - ღირსების ორდენი

გააზიარე: