The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად კვაჭანტირაძე

ზვიად კვაჭანტირაძე
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ქ. იაროსლავის უნივერსიტეტის ისტორიისა და სამართლის ფაკულტეტი 1990 წელს; კარლ დუისბერგის კოლეჯი სოციალური საბაზრო ეკონომიკის ფაკულტეტი.

1982-1984წწ. იაროსლავის სამედიცინო ინსტიტუტი, მეეზოვე; 1984-1986წწ. იაროსლავის საოლქო ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკარი; 1988-1989წწ. იაროსლავის საოლქო ბიბლიოთეკა, მდივანი; 1989-1990წწ. საწარმოო "იზეტი", თავმჯდომარის მოადგილე; 1990-1991წწ. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მსოფლიო და მორატორია", პროექტის მენეჯერი; 1993-1995წწ. თბილისის პაბლიკ რილეიშენსის ცენტრი, პროექტის დირექტორი; 1996 წელს საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, მრჩეველი; 1996-2000წწ. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო, აპარატის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი; 2000-2004წწ. ტრასეკი, გენერალური მდივანი; 2004-2009წწ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამმართველოს უფროსი, გენკონსული; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N60 ოზურგეთის  საარჩევნო ოლქი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 200

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის მეცენატთა კლუბი, თანაპრეზიდენტი (1991-1993)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2019-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები", წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტისდიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2019-)
  • ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს, წევრი

გააზიარე: