შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა კვიჟინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი 1987 წელს. 1980-1982წწ. - სოფელი ორღული, ფიზიკური კულტურის მეთოდისტი; 1989-1991წწ. - "სახაგრომრეწვი", საჩხერის სამშენებლო ტრესტი, უბნის უფროსი; საჩხერის პრეფექტის მოადგილე (1991); 1991-1992წწ. - საჩხერის პრეფექტი; 1993 წლიდან - უცხოეთში პირადი კერძო სამშენებლო ბიზნესის ხელმძღვანელი; 2012-2016წწ. - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N53 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №20 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: დელეგატი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 203 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |