შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე კიღურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1960 წელს. 1963-1966წწ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიფერენციალური განტოლებების კათედრის ასისტენტი და უფროსი მასწავლებელი; 1966 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1966-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიისა და თსუ-ს გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973-1989წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლების განყოფილების გამგე; 1989-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1995-1996წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; 2001 წლიდან ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დიფერენციალური განტოლების განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და 9 მონოგრაფიის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა საკითხებში. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 208; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.444; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 71-72 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |